გალი

ეკონომიკური თვალსაზრისით აფხაზეთში მძიმე მდგომარეობაა. ხალხის ერთადერთი შემოსავალი და არსებობის წყარო თხილი და ციტრუსია (მანდარინი). თუმცა,  ამ სეზონზე მოახლოებულმა სოჭის ოლიმპიადამ ეს შემოსავალიც გაუნახევრა ხალხს, ვინაიდან დეკემბრის თვიდან ფსოუს საზღვარზე შეუძლებელი იქნება ზემოთ აგნიშნული მოსავლის გატანა. ამის გამო ამჟამინდელი ფასები ძალიან დაბალია როგორც თხილზე ასევე მანდარინზე. რუსს ვაჭრებს სპეციალურად აქვთ დაწესებული ესეთი დაბალი ფასები, ვინაიდან მათ იციან, რომ გლეხებს თავიანთი მოსავლის გადმოტანა ენგურს გამოღმა არ შეუძლიათ და იძულებულს ხდიან მოსახლეობას მიყიდონ მათ დაბალ ფასში. ისედაც პურის ფულის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ამ ცივ ზამთარში იძულებულია წავიდეს და ფიზიკურად იმუშაოს სოხუმში,გაგრასი და ა.შ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოს მოძებნაც არც თუ ისე ადვილია. თხილის გადმოტანაზე ენგურს გამოღმა ხელს უშლის აფხაზების მიერ დაწესებული გადასახადი. ამჟამად საზღვარზე რუსები და აფხაზები ერთად დგანან და აფხაზებს თითქმის არაფერს ეკითხებიან,  ყველაფერი ხდება ისე,  როგორც მათ უნდათ. გარკვეული რაოდენობით თხილის გადმოტანის  ნებას რთავემ რუსები  , მაგრამ გაშმაგებული და გახარბებული აფხაზები ფულის შოვნის მიზნით აწესებენ ამ გადასახადს – 30 კგ-10 ლარი. აფხაზების ფუნქცია საზღვარზე მარტო კარის გაღება და დაკეტვაა და სწორედ კარის გაღების დროს სძალავენ ხალხს ფულს , თუ მათ რამეს გადმოტანა უნდათ, მათ შორის თხილისაც.

Standard

ამბები საზღვრისპირა სოფლებიდან

ამჯერად მინდა შევეხო ჩემთვის პირადად და ბევრი თქვენგანის ამ სტატიას რომ წაიკითხავთ ძალიან მტკივნეულ საკითხს.მინდა გაუწყოთ თუ რამდენი გაუბედურებელი და გაწამებული ოჯახია ენგურს გაღმა სოფლებში.ალბათ იფიქრებთ ყველა ოჯახები ვინც მანდ ცხოვრობენ მაინც გაწამებულები არ არიოან? მაგრამ მე გიყვებით იმ ქართულ ოჯახებზე რომლებიც ისევ და ისევ ქართველებმა გაამწარეს და გააუბედურეს.რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ ესენი არარიან უბრალო საქართველოს მოქალაქეები,ვგულისხმობ არც მეტ და არც ნაკლებ ჯურნალისტებს მთლიანად ქართული ტელესივრცისა.ეს ხალხი იმისათვის რომ კარგი რეპორტაჟი გამოუვიდეთ და პრემიები მიიღონ ხელმძღვანელობისგან ზღაპრებს თხზავენ და ატყუებენ ენგურს გამოღმა ხალხს.თუმცა ყოველთვის კი არ იტყუებიან და ყველა რეპორტაჯი სიცრუეს არ შეესაბამება მაგალითად როცა აცნობებენ ტელემაყურებელს რომ გალის რაიონში ვიგაცა დააყაჩაღეს და სასტიკად გაუსწორდნენ ოჯახის წევრებსო.ზოგი ასეთი რეპორტაჯი სიმართლეს შეესაბამება იმიტომ რომ თვითონვე აწყობენ ამ ყველაფერს,დიახ თვითონვე აწყობენ მკითხველო არ მოგელანდათ ეს სიტყვები.აწყობენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ კარგი რეპორტაჟი გამოუვიდეთ.ერთ მაგალითს მოგიყვანთ რომელიც უშუალოდ ტელესივრცის დაკვეთით მოხდა.მე შეგნებულად არ დავსახელებ თუ ვისი ოჯახი დააყაჩაღეს და რომელმა ტელევიზიამ გააშუქა ეს.დაახლოებით 3-4 წლის წინ გალის რაიონში ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ოჯახი გვიან ღამე დააყაჩაღეს.სახლში შეიჭრა 7 ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანი და თუ რამე გააჩნდა ოჯახს ყველაფერი წაართვეს.გვიან ღამე დააყაჩაღეს და დილის 8 საათზე ტელევიზიით სპეციალური რეპორტაჯი გამოვიდა რომლის დროსაც ჩვეულებრივ საინფორმაციო გადაცემა არ გადიოდა ამ არხიდან.წარმოიდგინეთ სკოლაში მიმავალი ბავშვი როემლიც ჩვეულებრივ ადრე დგება რთავს ტელევიზორს და ისმენს რომ გუშინ ღამე თავისი მეზობელი და ნათესავი დააყაჩაღეს რომელიც მესამე სახლში ცხოვრობს.ჯერ კიდევ 4 საათი არიყო დაყაჩაღებიდან გასული და ტელევიზიას უკვე რეპორტაჟი მზად ჰქონდა.სახლი ადამიანისა რომელიც დააყაჩაღეს ტელევიზიით აჩვენეს.ჯერ კიდევ იმ დამიანებს ვინც დააყაჩაღეს არ ჰქონდათ გაანალიზებული რო მართლა დააყაჩაღეს,გვერდითა მეზობელმაც კი არიცოდა იმ დილაუთენია და ტელევიზიმ საიდან გაიგო ეს ინფორმაცია???გადაღებული ვიდეო სადაც აღწერილია მთლიანად ქუცჰა სადაც ცხოვრობდა ეს ოჯახი და სახლი საიდან მოიტანა?საქმე იმაშია რომ იმ დღეს დღისით სანამ მოხდებოდა ყაჩაღობა ადგილობრივებმა საზღვარზე ეგრედწოდებულ “ჩორნი ხოდზე” საიდანაც გადადიოდნენ ზუგდიდში შენიშნეს სრულიად უცხო პიროვნებმა რომელსაც პატარა ხელჩანთა მოჰქონდა ვიდეოკამერა რომ ჩაეტეოდა მაგხელა და როდესაც ამ უცნობმა გზაზე გააჩერა ეს ხალხი და კითხა თუ როგორ უნდა მოვხვდე ამა და ამ სოფელშიო ამ დროს ქალებმა შეამჩნიეს რომ მას იარაღიც ედო.ზუსტად რამდენიმე საათში ამ შემთხვევიდან ქუჩაში შემოვიდნენ გაეროს მანქანები და შემჩნეული იქნა მანქანიდან გადაღება კონკრეტული სახლის მიმართულებით, გადამღები კი იგივე ადამიანი ვინც დაკარგულიყო და გზას კითხულობდა.მე მაქვს ერთადერთი კითხვა და ყველა ენგურს გაღმა მაცხოვრებელს.ხალხნო რატო აკეთებთ ამას?რატო გვიკეთებთ ქართველი ქართველს ასეთ რაგაცას?განა ცოტა განსაცდელი გადაგხვადა ისედაც გაჭირვებაში მცხოვრებ ხალხს?დიდი შრომის ფასად ნაშოვნ იმ მცირეოდენ პურის ფულსაც რაც გვაბადია რატო გვართმევთ?რატო გვიშინებთ შვილებს და რატო ართმევთ ისედაც ყველაფრისგან მოკლებულ პატარებს ლუკმა პურს რის ფასად ქართველებო?

Standard

a11939

Image

აფხაზეთში მცხოვრებ და იქ სკოლადამთვარებულ ბიჭებს, რომლებიც სწავლობენ აფხაზეთში აქვთ უმძიმესი, კერძოდ ისინი ვერ აკეთებენ ე.წ აფხაზურ პასპორტებს და ვერ მიდიან თავიანთ სახლებში, მშობლებთან და ნათესავებთან. აფხაზური პასპორტის გაკეთებას ხელს უშლისა ფხაზეთის ჯარიც .იმ სემთხვევაში თუ ბიჭები იქაურ ჯარში არ იმსახურებენ ცნობასაც ვერ მიიღებენ საპასპორტო განყოფილებაში წარსადგენად,შესაბამისად ვერც პასპორტებს აიღებენ. პასპორტი რომ აიღონ ითხოვენ ცნობას კომისარიატიდან, რაც ასევე ეწინააგმდეგება კანონს და ირგვევა ამ ახალგაზრდების უფლებები. ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ეწინააგმდეგება ზემოაღნიშნულ უსამართლობას. ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდამხოლოდ შესაძლებელია უზომოდ დიდი თანხით, რაც ერთეულებს თუ გააჩნია, ამიტომ მოსახლეობა იძ ულებულია გააკეთოს არჩევანი: ან სწავლა ან საკუთარი ოჯახი და კუთხე, სადაც დაიბადნენ და გაგიზარდნენ. პირადად ვიმყოფები ასეთ სიტუაციაში და მერწმუნეთ ძალიან ძნელია იცხოვრო მარტომ, შორს ოჯახისგან .თუმცა ის ახლგაზრდები რომლებიც საზღვარს აქეთ ვსწავლობთ და ვართ ამ უსამართლობის მსხვერპლნი, ვახერხებთ გადაპარვას აფხაზეთში,მაგრამ დიდი რისკის ქვეშ.ვინიცობაა და შეიძლება ერთ მშვენიერ დგეს კრახით დამთავრდეს გადაპარვა.ამისდამიუხედავად ჩვენ მაინც მიგვიწევს გული მშობლიურ კუთხე აფხაზეთში!

Standard